ფეხბურთი

21:13 | 5.04.2025 | ნანახია 278 - ჯერ

ეროვნული ლიგა: „ტორპედომ“ როგორც იქნა ქულა მოიპოვა

დღეს, 5 აპრილს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურის სამი შეხვედრა იმართება. ორი უკვე დასრულდა, „დილამ“ და ბათუმის „დინამომ“ 1:1 ითამაშეს, „ტორპედო“ კი იმერულ დერბიში „სამგურალთან“ 0:1 აგებდა, მაგრამ თამაში გადაარჩინა და 1 მარტის შემდეგ, ზედიზედ ოთხი მარცხის კვალად, პირველი ქულა მოიპოვა.

თამაშში ანგარიში მე-12 წუთზე წყალტუბოელთა ბრაზილიელმა ჟან კარლოსმა გახსნა, თუმცა 47-ზე ქუთაისელთა ასევე ბრაზილიელმა, ფლიპე პირესმა გაათანაბრა და თამაში 1:1 დასრულდა.

„იბერიისა“ და „კოლხეთის“ შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068241