დღს, 5 აპრილს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურის სამი შეხვედრა იმართება. ერთი უკვე დასრულდა - გორის „დილამ“ „ბათუმს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დამთავრდა.
ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-13 წუთზე ბათუმელთა ესპანელმა ჯალენ ბლესამ გაიტანა. 79-ზე კი ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გაათანაბრა.
ახლა, 6 მატჩის შემდეგ „ბათუმმა“ 12 ქულა მოაგროვა და ერთპიროვნულად გალიდერდა. თუმცა სატურნირო განლაგება შესაძლოა „იბერია“ – „კოლხეთის“ მატჩმა შეცვალოს, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია