ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტური „ევერტონისა“ და „არსენალის“ მატჩით გაიხსნა, რომელშიც მიკელ არტეტას გუნდმა მორიგი ქულები დაკარგა, რითაც შეიძლება ჩემპიონობისთვის ბრძოლას საბოლოოდ გამოეთიშა.
„არსენალმა“ ტაიმი ლეანდრო ტროსარის გოლით მოიგო, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ილმან ნდიაემ პენალტით გაათანაბრა. დარჩენილ დროში „მეთოფეებმა“ გამარჯვების გოლი ვერ გაიტანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ლივერპულს“ შეუძლია უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდოს.
„არსენალი“ 62 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 12 აპრილს, „ბრენტფორდს“ უმასპინძლებს. „ევერტონს“ 35 ქულა აქვს, მე-14-ეა და წინ „ნოტინგემთან“ თამაში აქვს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია