კალათბურთი

14:07 | 5.04.2025 | ნანახია 234 - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის ხუთიანები "კლივლენდთან"

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ „კლივლენდ კავალიერსთან“ საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში 113:114 წააგო. სტუმრებმა პირველი ტაიმის შემდეგ 17-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, გრეგ პოპოვიჩის გუნდმა მხოლოდ მეორე ნახევარში მოახერხა თამაშში დაბრუნება.

მამუკელაშვილმა პარკეტზე 12 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი, 5 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

„სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში 32 მოგებით და 45 წაგებით მე-13 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 7 აპრილს, სტუმრად „პორტლენდთან“ გამართავს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065152