კალათბურთი

0:30 | 5.04.2025 | ნანახია 1724 - ჯერ

თორნიკე შენგელიას 14 ქულა და "ვირტუსის" ზედიზედ მეორე მოგება ევროლიგაში

ევროლიგის 33-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ იტალიურ დერბიში „ოლიმპია მილანო“ ძალიან ადვილად, 90:70 დაამარცხა.

ბოლონიელებმა პირველივე პერიოდში 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რაც შემდეგ კიდევ უფრო გაზარდეს და გამარჯვება არ გასჭირვებიათ. დუშკო ივანოვიჩის გუნდმა ევროლიგაში ზედიზედ მეორედ მოიგო.

თორნიკე შენგელიამ არასრულ 20 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

„ვირტუსი“ 9 მოგებით და 24 წაგებით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, ბოლო ტურში კი, 11 აპრილს, „ბარსელონას“ ესტუმრება, რითაც ევროლიგაში ამ სეზონს დაასრულებს, რადგან პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგული აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070647
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
1724