ფეხბურთი

15:50 | 4.04.2025 | ნანახია 741 - ჯერ

"ყველა ისტორიას აქვს დასასრული": კევინ დე ბრუინი "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივარს დაემშვიდობა

33 წლის ბელგიელი ფეხბურთელი კევინ დე ბრუინი სეზონის დასრულების შემდეგ "მანჩესტერ სიტის" დატოვებს. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით გვამცნო, სადაც ის "სიტის" გულშემატკივარს ემშვიდობება.

"არ არის მარტივი ამის დაწერა, მაგრამ ყველა ფეხბურთელმა ვიცით, რომ ეს დრო ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება. მინდა ეს ყველაფერი პირველებმა ჩემგან გაიგოთ, რადგან თქვენ ეს დაიმსახურეთ."

"ფეხბურთმა მომიყვანა თქვენთან და ამ ქალაქში. არ მეგონა, თუ აქ გატარებული პერიოდი ჩემს ცხოვრებას ასე, თუ შეცვლიდა. ეს ქალაქი, ეს კლუბი, ამ ხალხმა ყველაფერი მომცა, ჩვენ ერთად ყველაფერი მოვიგეთ.ახლა კი, დრო მოვიდა ერთმანეთს დავემშვიდობოთ, მე და ჩემი ოჯახი უსაზღვროდ მადლიერები ვიქნებით, იმისთვის რასაც ეს ადგილი ნიშნავდა ჩვენთვის.მანჩესტერი სამუდამოდ იქნება ჩემი შვილების პასპორტებში და რაც მთავარია, ჩვენს გულებში. მინდა მადლობა გადავუხადო, კლუბს ქალაქს, თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს ამ 10-წლიანი მოგზაურობისთვის. ყველა ისტორიას აქვს დასასრული, მაგრამ ეს თავგადასავალი უდავოდ საუკეთესო იყო."

"ახლა მოდით ყველანი დავტკბეთ დარჩენილი წუთებით, დიდი სიყვარულით KDB" - დაწერა კევინ დე ბრუინმა.



შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინი მანჩესტერ "სიტის" 2015 წელს შეუერთდა, მან ინგლისურ კლუბში 413 მატჩში 106 გოლი გაიტანა, 6-ჯერ მოიგო პრემიერლიგა, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ინგლისის სუპერთასი, ორჯერ ასოციაციის თასი და ხუთჯერ ინგლისის ლიგის თასი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063152
სარეკლამო ადგილი - 99
X x X