კალათბურთი

9:39 | 4.04.2025 | ნანახია 255 - ჯერ

გოგა ბითაძის მცირე სათამაშო დრო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე გამარჯვება

NBA-ში მორიგი მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძეს "ორლანდო მეჯიქმა", რომელმაც სტუმრად "ვაშინგტონ ვიზარდსი" 109:97 დაამარცხა და ზედიზედ მეორე გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.

"ორლანდოს" რიგებში საუკეთესო და მატჩის MVP პაულო ბანკერო გახდა, რომელმაც 33 ქულის, 18 მოხსნის და 8 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა. ფრანც ვაგნერის ანგარიშზე კი, 27 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა იყო.

რაც შეეხება გოგა ბითაძეს, მას აღნიშნულ მატჩში სათამაშოდ მცირე დრო მიეცა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე მხოლოდ 2:32 გაატარა.

"ორლანდო" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება და შემდეგ შეხვედრას 9 აპრილს საკუთარ მოედანზე "ატლანტა ჰოუქსის" წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.076816
სარეკლამო ადგილი - 99
X x X