ფეხბურთი

18:36 | 2.04.2025 | ნანახია 738 - ჯერ

"სპორტინგის" მწვრთნელმა გიორგი ქოჩორაშვილზე ისაუბრა

ლისაბონის „სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა რუი ბორჟესმა გიორგი ქოჩორაშვილზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ქართველ ფეხბურთელს კარგა ხანი აკვირდებოდნენ და სჯერა, რომ ის „სპორტინგს“ გააძლიერებს:

„გვარს ვერ ვიტყვი, რთულად გამოითქმის (იღიმის - რედ). ქოჩორაშვილი კლუბმა რამდენიმე ხნის წინ შეამჩნია, რომელსაც, სხვა დროსაც უკვე ვაკვირდებოდით. კონკურენტუნარიანი ფეხბურთელია, გოლების გატანა შეუძლია, ტექნიკური ხარისხი აქვს. გვჯერა, რომ ის დიდ წვლილს შეიტანა და „სპორტინგისთვის“ აქტივი იქნება. კლუბს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ტრანსფერი გაეკეთებინა და ამით ბედნიერი ვარ.

იანვარში ფეხბურთელებს არავინ უშვებს, მით უმეტეს, კლუბები, რომლებიც დივიზიონში გადასასვლელად იბრძვიან, ამიტომ, იანვარში ტრანსფერის დახურვა რთული იყო. ახლა წინ მივდივართ, კიდევ ორი ფეხბურთელი შემოგვიერთდება, რომლებიც მომავალ სეზონში დაგვეხმარებიან“, - თქვა ბორჟესმა.

შეგახსენებთ, რომ ლისაბონის „სპორტინგს“ გიორგი ქოჩორაშვილი პირველი ივლისიდან შეუერთდება, მიმდინარე სეზონს კი, „ლევანტეში“ დაასრულებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.078284
158