საქართველოს ნაკრების და „ლევანტეს“ ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას ლისაბონის „სპორტინგში“ გააგრძელებს. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
როგორც ესპანური გამოცემა წერს, "სპორტინგი" ზაფხულამდე მოცდას გეგმავდა, თუმცა "სელტიკის" დიდმა ინტერესმა ეს ყველაფერი დააჩქარა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი სეზონის ბოლომდე "ლევანტეში" დარჩება და "სპორტინგს" ზაფხულში შეუერთდება.
გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ 2019 წელს შეუერთდა და მალევე, ლა ლიგაში დებიუტი ჰქონდა „ბილბაოს“ წინააღმდეგ. შემდეგ ის „კასტელონში“ იყო განათხოვრებული, ხოლო ვალენსიური კლუბის ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად 2023 წლიდან იქცა. მან დღემდე „ლევანტეში“ 57 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.
Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация