საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ჰაიდენჰაიმის' თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგის თვის საუკეთესო გუნდში მოხვდა.
ცნობილმა სპორტულმა სტატისტიკის საიტმა WhoScored-მა ქართველი ფეხბურთელი მარტის თვის საუკეთესო 11 ფეხბურთელში შეიყვანა. ბუდუს მარგი ქმედების საშუალო კოეფიციენტი 7.35 ქულა იყო.
გეტყვით, რომ მარტში ბუდუ ზივზივაძემ "ჰაიდენჰაიმის" მაისურით პირველი გოლი გაიტანა, რასაც მალევე მეორე მიაყოლა და ამასთან ერთად 1 საგოლე გადაცემაც გააკეთა.
გეტყვით, რომ "ჰაიდენჰაიმს" 22 ქულა აქვს და ბუნდელიგის გათამაშებაში 16-ე ადგილზე იმყოფება. ბუდუს გუნდი მომდევნო მატჩს 5 აპრილს "ლევერკუზენის" წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საქართველოს ნაკრებს საოცარი ფუფუნება აქვს ბუნდესლიგის თვის საუკეთესო თავდამსხმელი სათადარიგოთა სკამზე ყავდეს. მეეჭვება ბევრი ნაკრები იყოს ასეთი.