მადრიდის "რეალმა" ესპანეთის თასის ნახევარფინალში "რეალ სოსიედადი" დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მატჩის შემდეგ "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"მოხარული ვარ წარმატებით, ჩვენ მიზანს მივაღწიეთ და ფინალში გასვლა შევძელით, არ აქვს მნიშვნელობა, როგორ და რანაირად. კარგი მატჩი გამოვიდა და არცერთ მომენტში ეჭვი არ შემპარვია, რომ შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდოდით. ჩვენ არასდროს ვნებდებით და მითუმეტეს ბერნაბეუზე. ყველა მოთამაშემ თავისი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში და ამით მოხარული ვარ. ახლა დროა შემდეგ შეხვედრაზე ვიფიქროთ და კონცენტრაცია ვალენსიაზე მოვახდინოთ." - განაცხადა ანჩელოტიმ.
მადრიდის "რეალი" ესპანეთის თასის ფინალში "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" წყვილში გამარჯვებული იქნება. მათი პირველი შეხვედრა კატალონიაში 4:4 დასრულდა, ხოლო განმეორებითი მატჩი დღეს 23:30 საათზე გაიმართება.
გეტყვით, რომ ესპანეთის თასის ფინალი 26 მაისს არის ჩანიშნული.
Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация