კალათბურთი

10:48 | 2.04.2025 | ნანახია 546 - ჯერ

სტეფ კარის მორიგი შესანიშნავი მატჩი, 52 ქულა და ჩაგდებული 12 სამქულიანი (+VIDEO)

NBA-ს მორიგი ტურის სათამაშო დღეს "გოლდენ სტეიტმა" სტუმრად "მემფის გრიზლი" 134:125 დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება ჩაიწერა.

აღნიშნულ შეხვედრაში მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა სტეფ კარიმ, რომელიც ისტორიის წერას განაგრძობს. "ოქროს ბიჭუნამ" პარკეტზე გატარებულ 36 წუთში 52 ქულას, 10 მოხსნას, 8 შედეგიან გადაცემას, 5 ჩაჭრას და 1 დაფარებას მოუყარა თავი. სტეფმა 20-დან 12 სამქულიანის ჩაგდება მოახერხა. "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელმა 50 ქულიანი მატჩების რაოდენობით ლებრონ ჯეიმსს გადაასწრო, კარიმ კარიერის განმავლობაში 15 შეხვედრაში უწია 50 ქულიან ნიშნულს.

"გოლდენ სტეიტი" 44 მოგებითა და 31 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი, 4 აპრილს "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:26 | 02.04.2025
Ginóbili_20 (122)

ამდენი ხანია სტეფი ენბიეიშია, რამდენჯერ 11 სამიანი ჩააგდო, რამდენჯერ 12 და 13 სამიანი მარა კლეის 14 სამიანი ხო ვერ ჩააგდო ვერაფრით და მითუმეტეს 15 რო მოუხსნას ეგ რეკორდი.

18:16 | 02.04.2025
Gerry Marsden (867)

სიზმარ,ელ ეისთან ჩააგდებს,პლეიოფის პირველ რაუნდში))))))

14:08 | 02.04.2025
Marco8 (3590)

სალამი ხალხს კიდე თუ შემორჩა ვინმე)) სტეფს ყოჩაღ , მაგრამ იოკიჩზე ერთიორი სიტყვა მაინც დაგეწერათ

18:18 | 02.04.2025
Gerry Marsden (867)

ბოსტონი-ლეიკერსზე არ დაწერეს არაფერი და იოკიჩმა სულ არ იციან ალბათ რა ქნა გუშინ)))))))))))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.068998