კალათბურთი

10:02 | 2.04.2025 | ნანახია 448 - ჯერ

NBA-ში ქართული დერბი გოგა ბითაძის "ორლანდომ" მოიგო (+VIDEO)

NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართული დერბი შედგა. სანდრო მამუკელაშვილის "სან ანტონიომ" საკუთარ მოედანზე გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქს" უმასპინძლა და 105:116 დამარცხდა.

ორივე ქართველმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, სანდრომ პარკეტზე 19 წუთი დაყო, რა დროშიც თავის გუნდს 3 ქულა შემატა. მან 6-ჯერ ისროლა 3 ქულიანი, საიდანაც ზუსტი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა. რაც შეეხება გოგა ბითაძეს, მას სათამაშოდ 11 წუთი მიეცა, რა დროშიც 2 ქულას, 6 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემას და 1 დაფარებას მოუყარა თავი.

ამ გამარჯვებით "ორლანდო" აღმოსავლეთ კონფერენციაში ერთი საფეხურით დაწინაურდა და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო "სან ანტონიო" დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-13 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას გოგას გუნდი 4 აპრილს "ვაშინგტონის" წინააღმდეგ გამართავს, "სან ანტონიო" კი, 3 აპრილს "დენვერ ნაგეთს" დაუპირისპირდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.066295