ფეხბურთი

1:24 | 2.04.2025 | ნანახია 687 - ჯერ

მე-3 ლიგის გუნდმა "ლევერკუზენი" დაამარცხა და გერმანიის თასის ფინალში გავიდა (+VIDEO)

გერმანიის თასის ნახევარფინალში სენსაცია დაფიქსირდა: „ლევერკუზენი“ მესამე ლიგის ბინადარ „არმინიასთან“ დამარცხდა!

ჯონათან ტაას გოლით ჩაბი ალონსოს გუნდი მე-17 წუთზე დაწინაურდა, მაგრამ პირველივე ტაიმში ბილეფელდებმა სიტუაცია შეცვალეს. მალევე მარიუს ვორლმა გაათანაბრა, ხოლო ტაიმის ბოლო წუთზე მაქსიმილიან გროსერმა მასპინძლები წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმში „ლევერკუზენმა“ ანგარიში ვეღარ გაათანაბრა და თასის ფინალს მიღმა დარჩა. მეორე ფინალისტის ვინაობა ოთხშაბათს, „შტუტგარტისა“ და „ლაიფციგის“ დაპირისპირებაში გაირკვევა.

ფინალში, რომელიც 24 მაისს გაიმართება, გერმანიის მესამე ლიგის ბინადარი, ერთ დროს ბუნდესლიგის მუდმივი წევრი, „არმინია“ ითამაშებს, რაც ძალიან ხმაურიანი სენსაციაა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:57 | 02.04.2025
Gerry Marsden (867)

ძუნწი ფრიცებიც არ ჩამორჩებიან ცანცარა ესპანელებს ბრიყვი მასის მასხრად აგდებაში!!!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.063363
546