ფეხბურთი

1:13 | 2.04.2025 | ნანახია 2313 - ჯერ

0:2-დან 4:2 და ტრებლისკენ სვლა გრძელდება: პსჟ საფრანგეთის თასის ფინალშია (+VIDEO)
ხვიჩა კვარაცხელიას ნახევარფინალურ მატჩში არ უთამაშია

„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის ფინალშია და ტრებლისკენ სვლას აგრძელებს. ლუის ენრიკეს გუნდმა ნახევარფინალში ლიგა 2-ის ბინადარი „დიუნკერკი“ 4:2 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდების დონეს შორის დიდი სხვაობა იყო, პსჟ-ს მაგრად გაუჭირდა. მეტიც, მეშვიდე და 27-ე წუთზე მასპინძლებმა სასოს და ალ საადის გოლებით ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურება მოახერხეს!

თითქოს, დიდი სენსაცია შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს უსმან დემბელემ სხვაობა შეამცირა. როგორც ხშირად ხდება, მსგავს დროს და სიტუაციაში გატანილი გოლი გარდამტეხი გამოდგა. ასეც მოხდა, მეორე ტაიმში პსჟ-მ სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. ანგარიში მარკინიოსმა გაათანაბრა, შემდეგ დეზირე დუემ დააწინაურა პარიზელები, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დემბელემ დუბლი შეასრულა და 0:2-დან 4:2.

საფრანგეთის მეორე ფინალისტი ოთხშაბათს, „კაენისა“ და „რეიმსის“ დაპირისპირებაში გაირკვევა, ასე რომ, პსჟ ფინალშიც, რომელიც 24 მაისს გაიმართება, აშკარა ფავორიტი იქნება. ლუის ენრიკეს გუნდს ლიგა 1 პრაქტიკულად მოგებული აქვს, თასის მოგებამდე ერთი გამარჯვება აშორებს, ასე რომ, შეუძლია, სრულად ჩემპიონთა ლიგაზე კონცენტრირდეს.

„დიუნკერკის“ წინააღმდეგ არ უთამაშია ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მცირე პრობლემის გამო. ქართველი ვარსკვლავი გუნდს წესით 5 აპრილს, ლიგა 1-ში, „ანჟერის“ წინააღმდეგ დაუბრუნდება.

„დიუნკერკი“ – „პარი სენ-ჟერმენი“ 2:4 (2:1)

გოლები: 1:0 სასო (7), 2:0 ალ საადი (27), 2:1 დემბელე (45), 2:2 მარკინიოსი (48), 2:3 დუე (62), 2:4 დემბელე (90)


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:07 | 02.04.2025
Gerry Marsden (867)

რასაც უნდა იმას აკეთებენ ბაყაყიჭამიების ფერმერ-ლიგაში,ისვენებენ,სეირნობენ და ლივერპულთან თამაშებისთვის ისე ემზადებიან თითქოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი იყოს,ეგ განსაკუთრებული მომზადებაც ვერ უშველიდათ,სხვა თავები იყო იქ დამარხული!!!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.064955
სარეკლამო ადგილი - 99
X x X