ფეხბურთი

16:24 | 1.04.2025 | ნანახია 0 - ჯერ

რუბენ ამორიმმა "რეალში" ბრუნო ფერნანდესის გადასვლა გამორიცხა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა გამორიცხა ბრუნო ფერნანდეშის მადრიდის „რეალში“ გადასვლა.

ბოლო დროს გავრცელებული ჭორების შესახებ პორტუგალიელმა სპეციალისტმა მოკლედ აღნიშნა:

„არა, ეს არ მოხდება. ის არ წავა, რადგან მას ეს უკვე ვუთხარი“, - თქვა ამორიმმა „ნოტინგემთან“ მატჩის წინ.

ბრუნო ფერნანდეში „მანჩესტერში“ 2020 წლის იანვრიდან თამაშობს და დღემდე 277 მატჩში 95 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე პორტუგალიელი „სპორტინგის“, „სამპდორიას“, „უდინეზესა“ და „ნოვარას“ ღირსებას იცავდა.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

0.069073