ფეხბურთი

14:12 | 1.04.2025 | ნანახია 127 - ჯერ

არტეტა საკას დაბრუნებაზე: „მზადაა სათამაშოდ“

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ისაუბრა გარემარბ ბუკაიო საკას დაბრუნებაზე, რომელიც დეკემბრის ბოლოს დაშავდა.

„ბუკაიო მზადაა იმუშაოს. მან უკვე გააკეთა ყველაფერი, რაც საჭირო იყო დასაბრუნებლად. ასე რომ, ახლა ის არის იფეხბურთელი, რომელიც საჭირო მომენტებში მოედანზე გამოვა და თამაშს შეცვლის. ის ზეწოლას ახდენს ჩვენზე, რადგან ნამდვილად სურს თამაში. მოკლედ მზად არის სათამაშოდ“ , - ციტირებს არტეტას სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

საკამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, 9 ბურთი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.069459