ფეხბურთი

13:34 | 1.04.2025 | ნანახია 158 - ჯერ

„არსენალი" მიუნხენის „ბაიერნის" ვარსკვლავით დაინტერესდა

მიუნხენის „ბაიერნის“ მარჯვენა გარემარბს ლეროი სანეს კლუბში დარჩენა სურს, იუწყება Sky Sport-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.

ფეხბურთელი მზადაა დათანხმდეს ხელფასის შემცირებას, რათა გაახანგრძლივოს კონტრაქტი, რომელიც ზაფხულში იწურება. მიუნხენურ კლუბს ჯერ არ გაუკეთებია სანესთვის წერილობითი შეთავაზება კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ. მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 1-3 კვირაში მიიღებენ.

ამ ფონზე, ლონდონის „არსენალი“ სერიოზულად დაინტერესდა ზაფხულში ლეროის შესაძლო თავისუფალი აგენტობით და უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ საკითხზე.

სანე „ბაიერნში" 2020 წლის ივლისიდან თამაშობს, მას შემდეგ რაც „მანჩესტერ სიტიდან“ 49 მილიონ ევროდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან კლუბში 36 მატჩში 11 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.067004