კალათბურთი

20:30 | 31.03.2025 | ნანახია NaN - ჯერ

ჯიკიჩი: "მნიშვნელოვანია, სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შეაფასა. როგორც სერბმა სპეციალისტმა თქვა, მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი სწორად გაანალიზონ და შესაბამისი მოლოდინები ჰქონდეთ.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტ 2025-ზე ჯგუფში იტალიას, ესპანეთს, საბერძნეთს, ბოსნიასა და მასპინძელ კვიპროსს დაუპირისპირდება.

“დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, საბოლოოდ გაირკვა, სად ვითამაშებთ და ვინ იქნებიან ჩვენი მოწინააღმდეგეები ჯგუფში. ახლა მნიშვნელოვანია, სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს. კარგად უნდა გვესმოდეს თუ როგორი ძლიერი მეტოქეები გვეყოლება, როგორი რთული გრაფიკი გვექნება კვიპროსზე და უნდა ვკონცენტრირდეთ ისეთ დეტალებზე, რაც ჩვენი კონტროლის ქვეშაა. იმედი მაქვს, ყველა მოთამაშე ჯანმრთელი იქნება შეკრებისთვის და მაქსიმალური მოტივაციით, მობილიზებით, დისციპლინით, თავდადებითა და შრომისმოყვარეობით შევუდგებით საქმეს", - თქვა ჯიკიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, რომელსაც კვიპროსი (ლიმასოლი), ფინეთი (ტამპერე), ლატვია (რიგა) და პოლონეთი (კატოვიცე) უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს იქნება ზედიზედ მეექვსე ევრობასკეტი, რომელშიც მონაწილეობა 2011, 2013, 2015, 2017 და 2022 წლებში მიიღო.

0.068335
{"Ok":1,"adv":"\/img\/banners\/b1727712582799066.mp4","advLink":"\/adv.php?AID=596\" "}