ლონდონის „არსენალს“ ლისაბონის „სპორტინგისა“ და შვედეთის ნაკრების ფორვარდის ვიქტორ გიოკერეშის შეძენა სურს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იტყობინება.
ლონდონელთა ახალი სპორტული დირექტორი ანდრეა ბერტა შვედი ფეხბურთელის მოყვარულია და ეცდება ის ზაფხულში დაიმატოს. ინგლისური კლუბის სიაში კიდევ ერთი შვედი, ალექსანდერ ისაკია, რომელიც „ნიუკასლში“ თამაშობს.
ვიქტორ გიოკერეშმა მიმდინარე სეზონში 42 მატჩში 42 გოლი გაიტანა, ხოლო 11-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია