მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის 29-ე ტურში „ლეგანესს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
კარლო ანჩელოტის გუნდი 32-ე წუთზე კილიან მბაპეს პენალტით დაწინაურდა, მაგრამ ტაიმი მაინც გასავარდნ ზონაში მყოფმა „ლეგანესმა“ მოიგო. „სამეფო კლუბმა“ მეორე ტაიმში შეატრიალა თამაში: ჯერ ჯუდ ბელინგემმა გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების გოლი მბაპემ გაიტანა, რომელმაც დუბლი შეასრულა.
„რეალს“ 63 ქულა აქვს, როგორც „ბარსელონას“, თუმცა ამ ტურში ჯერ კატალონიელებს არ უთამაშიათ. მომდევნო ტურში კარლო ანჩელოტის გუნდი 5 აპრილს, „ვალენსიას“ უმასპინძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია