ფეხბურთი

21:50 | 29.03.2025 | ნანახია 0 - ჯერ

ლაშა ოდიშარიას გოლი და საგოლე პასი ლატვიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ლატვიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში რფს-მა საკუთარ მოედანზე „ლიეპაია“ 4:1 დაამარცხა, ერთი გოლი ლაშა ოდიშარიას აქტივშია.

ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა, როცა მისი გუნდი 0:1 მარცხდებოდა. ლაშამ ძალიან კარგად ითამაშა, ჯერ საგოლე პასი მიითვალა, ხოლო 88-ე წუთზე თავადაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ოდიშარიას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ოთხ მატჩში თითო გოლი და საგოლე პასი აქვს აქტივში.

რფს 12 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 4 აპრილს, „მეტას“ სტუმრად დაუპირისპირდება.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

0.077409