ფეხბურთი

21:14 | 29.03.2025 | ნანახია 722 - ჯერ

21 გოლი სეზონში: გიორგი გულიაშვილის დუბლი ბოსნიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ბოსნიის ჩემპიონატის 23-ე ტურში „სარაევომ“ საკუთარ მოედანზე „იგმანი“ 3:0 დაამარცხა, ხოლო გიორგი გულიაშვილმა დუბლი შეასრულა.

ქართველმა ფორვარდმა მეტოქე სამწუთიან ინტერვალში ორჯერ დაამწუხრა, როცა 79-ე და 82-ე წუთებზე გაიტანა. „სარაევოს“ რიგებში ვასილიოს გორდეზიანს არ უთამაშია.

გულიაშვილი ბოსნიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას 16 გოლით ლიდერობს და უახლოეს მდევარს 3 გოლით უსწრებს. 23 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 გოლი აქვს გატანილი - 16 ჩემპიონატში, 4 თასზე და 1 კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

„სარაევო“ 23 ტურის შემდეგ 49 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში 5 აპრილს, „გაბელას“ ესტუმრება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.064618
სარეკლამო ადგილი - 99
X x X