ყაზახეთის ჩემპიონატის მესამე ტურში ალმატის „კაირატმა“ სტუმრად „ტურანი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო გიორგი ზარიამ გოლი გაიტანა.
ქართველმა შემტევმა თავი 30-ე წუთზე გამოიჩინა, როცა პენალტი ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა. ზარიას მიმდინარე სეზონში სამ მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.
„კაირატი“ ყაზახეთის ჩემპიონატს 7 ქულით ლიდერობს, მომდევნო ტურში კი, 6 აპრილს, „ატირაუს“ ესტუმრება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია