„ლივერპულმა“ და „ევერტონმა“ ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართეს მერსისაიდური დერბის ერთი დღით ადრე გადატანის შესახებ. ლიგამ უარყო მათი მოთხოვნა. შეხვედრა პრემიერლიგის 30-ე ტურში 2 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ Mail Sport იუწყება.
წყაროს ცნობით, „ევერტონი“ მომავალ შაბათს „არსენალს“ დაუპირისპირდება და სურს დამატებითი დღე ჰქონდეს მატჩისთვის მოსამზადებლად, ისევე როგორც „ლივერპული“, რომელიც კვირას „ფულემს“ უნდა დაუპირისპირდეს.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის „ლივერპული“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია