ფეხბურთი

12:20 | 25.03.2025 | ნანახია 273 - ჯერ

ტრენტი მადრიდის „რეალს" 1 ივლისს შეუერთდება

„ლივერპულის" მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ოფიციალურად „რეალის" ფეხბურთელი 2025 წლის 1 ივლისს გახდება, ტრენტის აგენტებმა „სამეფო კლუბთან“ მისი 5-წლიანი კონტრაქტის პირობები შეათანხმეს, წელიწადში 5-მილიონევროიანი (გადასახადების გადახდამდე) ანაზღაურებით - წერს ჟურნალისტი საშა ტავოლერი სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

კარგი თამაშის შემთხვევაში ალექსანდერ-არნოლდი მსუყე ბონუსებსაც მიიღებს.

„ლივერპული" ბოლო კვირებში ცდილობდა 26 წლის ფეხბურთელის ახალ კონტრაქტზე ხელახლა დაყოლიებას, მაგრამ ტრენტი მხოლოდ „რეალში" გადასვლაზეა ორიენტირებული. წყაროს ცნობით, ინგლისელის გადაწყვეტილებას ვერაფერი შეცვლის.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.06294