ფეხბურთი

22:57 | 22.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნორვეგიამ მოლდოვა დიდი ანგარიშით დაამარცხა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის I შესარჩევ ჯგუფში პირველი მატჩი გაიმართა, მოლდოვამ ნორვეგიას უმასპინძლა და 0:5 დამარცხდა. საინტერესოა, რომ ხუთივე ბურთი სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა, მათ შორის, ერთი „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა.

ამავე ჯგუფში დღეს, 22 მარტს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე ისრაელი ესტონეთს უმასპინძლებს.

I ჯგუფში ასევე ითამაშებს ერთა ლიგის მეოთხედფინალში გერმანია-იტალიის გამარჯვებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099062