საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე „ტენერიფემ“ ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო.
ესპანურმა კლუბმა სტუმრად თურქული „პეტკიმ სპორი“ 85:80 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.
გიორგი შერმადინმა არასრულ 13 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 5-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და შეტევაში 100%-იანი სიზუსტით ითამაშა.
„ტენერიფე“ 5 მოგებით ჯგუფში ლიდერია და მეოთხედფინალში გავიდა, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში 25 მარტს, „მანრესას“ შინ დაუპირისპირდება.