3×3 საკალათბურთო სეზონი გრძელდება. ვერის ბაღში მორიგი ტურნირი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ სეზონის გახსნითი ტურნირი 7 მარტს ჩატარდა, რომელიც 3x3SPRING2025-ის სერიების ფარგლებში შედიოდა. ამჯერად მორიგი ტურნირი გაიმართა, რომელშიც ასაკობრივი ცენზი 18+ იყო.
ტურნირში სტანდარტულად – 12 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 4 ჯგუფში განაწილდნენ. ერთი წრის შემდეგ თითოეული ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში გავიდა: სტუ-მ გუნდ “21”-ს 17:1 სძლია, ხოლო TB-მ ძალიან დაძაბულ ბრძოლაში Bakery 21:18 დაამრცხა.
ფინალური მატჩი კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა. სტუ- და TB-ს დაპირისპირებაში ძირითად 10 წუთში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. თამაში ვერტაიმში გადავიდა და საბოლოოდ გამარჯვება TB-ს დარჩა – 20:18.
ფინალისტები კალათბურთის ფედერაციის 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა. გამარჯვებულებს 4600-ლარიანი საპრიზო ფონდიდან 900-იანი ვაუჩერი ერგოთ, ხოლო დამარცხებულებს 700-იანი. 3x3SPRING2024-ის ეგიდით მარტში კიდევ ორი ტურნირი ჩატარდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები