კალათბურთი

0:39 | 17.03.2025 | ნანახია 0 - ჯერ

შენგელია გააძევეს, "ვირტუსი" "ნაპოლისთან" დამარცხდა, საუკეთესო პულენი იყო

იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „ნაპოლისთან“ დაძაბულ ბრძოლაში, 88:93 დამარცხდა.

შენგელიამ 22 წუთში 12 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 3 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. თორნიკემ მეოთხე პერიოდში მეტოქესთან იჩხუბა და არასპორტული საქციელისთვის გააძევეს.

მატჩს საუკეთესო მოთამაშე „ნაპოლის“ წევრი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ჯეიკობ პულენი იყო, რომელიც 25 ქულით და 7 პასით გამოირჩა.

„ვირტუსი“ 16 მოგებით და 6 წაგებით მეორე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 22 მარტს, სტუმრად „ტრიესტესთან“ გამართავს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.06307