კალათბურთი

0:33 | 17.03.2025 | ნანახია 472 - ჯერ

გოგა ბითაძის 3 ქულა და "ორლანდოს" გამარჯვება "კლივლენდთან"

NBA-ში „ორლანდო მეჯიქმა“ „კლივლენდ კავალიერსი“ სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში 108:103 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ მხოლოდ 6 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 3 ქულით, 1 პასით და 1 დაფარებით გამოირჩა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო, რომელმაც 24 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი დააგროვა. აღსანიშნავია, რომ „კლივლენდს“ 16-მატჩიანი მოგებების სერია შეუწყდა.

„ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 32 მოგებით და 37 წაგებით მერვე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 20 მარტს, შინ „ჰიუსტონთან“ გამართავს.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

0.057251
472