კალათბურთი

22:46 | 16.03.2025 | ნანახია 472 - ჯერ

გიორგი შერმადინის 21 ქულა და MVP-ის ტიტული ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას 23-ე ტურის მატჩები გაიმართა, სადაც გიორგი შერმადინის "ტენერიფე" "ბილბაოს" ესტუმრა და მეტოქე დამაჯერებლად 75:65 დაამარცხა.

შერმადინმა შეხვედრა ძირითად ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე არასრული 25 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში ქართველმა 21 ქულას, 9 მოხსნას და 1 დაფარებას მოუყარა თავი. გიორგის ორმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა, თუმცა პარკეტზე ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო და შეხვედრის MVP-ის ტიტული დაისაკუთრა.

"ტენერიფეს" 23 ტურის შემდეგ 36 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება. გიორგის გუნდი მომდევნო შეხვედრას 19 მარტს "პეტკინსპორთან" გამართავს.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

0.06352
472