ფეხბურთი

22:33 | 14.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტიბო კურტუა თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ ბელგიის ნაკრებში დაბრუნდა

ბელგიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ მარტის სანაკრებო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ეროვნულ გუნდს 2023 წლის შემდეგ დაუბრუნდა ტიბო კურტუა, რომელიც ყოფილ მთავარ მწვრთნელ დომენიკო ტედესკოსთან კონფლიქტის გამო ნაკრებში თამაშზე უარს ამბობდა. თუმცა, „რეალის“ მეკარე გარსიამ გამოიძახა:

მეკარეები: ტიბო კურტუა (რეალი), სენე ლამენსი (ანტვერპენი), მატც სელსი (ნოტინგემი), მაარტენ ვანდენურდტი (ლაიპციგი)

მცველები: ტიმოთი კასტანი (ფულჰემი), ზენო დებასტი (სპორტინგი), მაქსიმ დე კუიპერი (ბრიუგე), კონი დე ვინტერი (ჯენოა), ვოუთ ფასი (ლესტერი), ბრანდონ მეხელე (ბრიუგე), ტომა მუნიე (ლილი), არტურ ტეატე (აინტრახტი)

ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ბრაიან ჰეინენი (გენკი), იორთი მოკიო (აიაქსი), ნიკოლას რასკინი (რეინჯერსი), იური ტილემანსი (ასტონ ვილა), ჰანს ვანაკენი (ბრიუგე)

თავდამსხმელები: შარლ დე კეტელარე (ატალანტა), ჟერემი დოკუ (მანჩესტერ სიტი), მალიკ ფოფანა (ლიონი), რომელუ ლუკაკუ (ნაპოლი), დოდი ლუკებაკიო (სევილია), ლოის ოპენდა (ლაიფციგი), ალექსის საელემაეკერსი (რომა), ლეანდრო ტროსარი (არსენალი)

ბელგიის ნაკრები ერთა ლიგაზე A დივიზიონში დასარჩენ პლეი-აუტში 20 მარტს უკრაინას მურსიაში ესტუმრება, ხოლო 23 მარტს გენკში უმასპინძლებს.

0.142173