იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ერთა ლიგის უახლოესი მატჩებისთვის 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
„სკუადრა აძურას“ განაცხადში არაა ფედერიკო დიმარკო, რომელიც ტრავმირებულია. ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს მატეო რუჯერი და ჩეზარე კაზადეი.
იტალიის ნაკრები გერმანიასთან მატჩებისთვის შემდეგი შემადგენლობით მოემზადება:
მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ალექს მერეტი (ნაპოლი), გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი)
მცველები: ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ალესანდრო ბონჯორნო (ნაპოლი), რიკარდო კალაფიორი (არსენალი), ანდრეა კამბიაზო (იუვენტუსი), პიეტრო კომუცო (ფიორენტინა), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ფედერიკო გატი (იუვენტუსი), მატეო რუჯერი (ატალანტა), დესტინი უდოჯი (ტოტენჰემი)
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ჩეზარე კაზადეი (ტორინო), დავიდე ფრატეზი (ინტერი), სამუელე რიჩი (ტორინო), ნიკოლო როველა (ლაციო), სანდრო ტონალი (ნიუკასლი)
თავდამსხმელები: მოიზე კინი (ფიორენტინა), ლორენცო ლუკა (უდინეზე), დანიელ მალდინი (ატალანტა), მატეო პოლიტანო (ნაპოლი), ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი), მატეო რეტეგი (ატალანტა), მატია ძაკანი (ლაციო)
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის მეოთხედფინალში იტალიის ნაკრები 20 მარტს, გერმანიას მილანში უმასპინძლებს, ხოლო 23 მარტს, დორტმუნდში ეწვევა.