„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა კარლოს კორბერანმა „სელტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ გიორგი მამარდაშვილს ენდობა და ისევ ძირითად შემადგენლობაში იქნება.
მან გიორგის შეცდომაზე, რომელიც ბოლო მატჩში ჰქონდა, დეტალურად ისაუბრა:
„სამივე მეკარემ ამ კვირაში შესანიშნავად ივარჯიშა. ხვალ გიორგი ითამაშებს. „ვალიადოლითან“ შეცდომის შემდეგ, მეორე ტაიმში ძალიან მომეწონა გიორგის რეაქცია. ნამდვილად ვაფასებ ამ რეაქციას. მეორე ტაიმში მან ძალიან კარგად ითამაშა. ფეხბურთი წარმატების და წარუმატებლობის სპორტია, გიორგის იმ მატჩში ორივე ჰქონდა.
როდესაც ფეხბურთელი შეცდომას უშვებს, ეს შეიძლება ტაქტიკური ან ტექნიკური. იმ მომენტში პასის გაკეთება არანაირ უპირატესობა არ გვაძლევდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მეტოქე პრესინგს თამაშობდა. უბრალოდ, გადაწყვეტილება არ იყო სწორი, სულ ესაა“, - თქვა კორბერანმა.
შეგახსენებთ, რომ „სელტასა“ და „ვალენსიას“ მატჩი 15 მარტს გაიმართება.