„ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა „ჰოლშტაინ კილთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბუდუ ზივზივაძის შესახებაც ისაუბრა.
ქართველმა ფორვარდმა „ჰაიდენჰაიმში“ უგოლო სერია წინა ტურში დაასრულა, როცა „ჰოფენჰაიმის“ კარი შესანიშნავი დარტყმით დალაშქრა. შმიდტმა სწორედ ამაზე ილაპარაკა:
„გასაგებია, რომ თავდამსხმელისთვის ტვირთია, თუ გოლს ვერ იტანს, ამიტომ სრულიად ნორმალურია, რომ ბუდუ ბედნიერი იყო გოლით. მითუმეტეს იმის გამო, თუ როგორი გოლი გაიტანა, იმ მომენტში მის გარდა არავინ ელოდა, რომ გოლს გაიტანდა. ზუსტად იმ სტილში უნდოდა გატანა, როგორც გაიტანა. ამ კვირაში ვარჯიშებზე უნდა გენახათ, რაც დაარტყა, გაიტანა, აბსოლუტურად ყველა“, - თქვა შმიდტმა.
შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძეს „ჰაიდენჰაიმში“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 12 მატჩში თითო გოლი და საგოლე პასი აქვს აქტივში, კონკრეტულად ბუნდესლიგაში კი, 10 მატჩი, 1 გოლი და 1 ასისტი.
„ჰაინდეჰაიმი“ სეზონის დასრულებამდე 9 ტურით ადრე მძიმე ვითარებაშია: მხოლოდ 16 ქულა აქვს, ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში 16 მარტს, „ჰოლშტაინ კილს“ უმასპინძლებს, რომელსაც ქულით ჩამორჩება.