სტარტი აიღო “ა’ ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა, მე-9 ტურმა. ცხრილის აუტსაიდერმა “ვერამ” ერთ-ერთ ლიდერ “რუსთავს” დიღომში უმასპინძლა და 73:93 (სტატისტიკა) წაგების შემდეგ “ა” ლიგა ოფიციალურად დატოვა. 1 მოგებისა და 8 მარცხის მქონე ვერელებისთვის ბოლო ადგილის დაკავება გარდაუვალია. დარჩენილ მატჩებში დავით გასიტაშვილის გაწვრთნილი გუნდი მე-5 ადგილზე ვეღარ ავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ სეზონში გუნდი “ა” ლიგაში ვეღარ იასპარეზებს. ვერელებს რეგულარულ ჩემპიონატში 1, ფორმალური მატჩი დარჩათ ჩასატარებელი: 19 მარტს “თავისუფალ უნივერსიტეტთან”.
ვერელები ლიდერ რუსთავს ბოლო პერიოდამდე ებრძოლნენ. მესამე პერიოდში ჩამორჩენა მინიმუმამდეც შეამცირეს, მაგრამ საბოლოოდ ვერას გახდნენ. რუსთაველთა რიგებში შეუჩერებელი იყო გუგა პატაშური, რომელიც ფარქვეშა გარღვევებით ქულას ქულაზე იხვეჭდა და საბოლოოდ 34 დაუგროვდა. ბოლო პერიოდი გოგა ცეკვავას გაწვრთნილმა რუსთავმა 33:16 მოიგო და საბოლოოდ 20-ქულიანი სხვაობით იმარჯვა.
რუსთავი “ა” ლიგაში გადასასვლელად იბრძვის. გუნდს რეგულარულში ერთი წაგება აქვს კასპის გრიფინთან, რომელსაც ბოლო ტურში რუსთავში მასპინძლობს და თუკი დაამარცხებს, პირველ ადგილზე გავა. ეს კი ცეკვავას გუნდს საშუალებას მისცემს პლეი ოფის ყველა სტადიაზე მოედნის უპირატესობა ჰქონდეს. ეს ფაქტორი განსაკუთრების საჭირო იქნება კასპის, ან თელავის გუნდებთან, რომლებსაც საშინაო კედლებში მხურვალე მხარდაჭერა აქვთ.
ცხრილიდან ისაა ცნობილი რომ I და II ადგილებს რუსთავი და კასპი გაითამაშებენ, ხოლო III და IV ადგილებისთვის თავისუფალი, სოხუმი-საქართველო და თელავის ბურჯი იბრძვიან. ყველაფერს დარჩენილი 2 ტური გასცემს პასუხს. ბოლოსწინა ტურის დარჩენილი 2 მატჩი ხვალ, 14 მარტს, თელავსა და კასპში გაიმართება. კახეთს თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი ესტუმრება, ხოლო შიდა ქართლს – სოხუმი საქართველო.
GBF.GE