სხვა

11:10 | 14.03.2025 | ნანახია 1587 - ჯერ

რომან დოლიძე: "ვეტორი კარგი მებრძოლია, მაგრამ მე ყველა კომპონენტში მასზე უკეთესი ვარ"

UFC-ის საშუალო წონის ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ მის მომავალ ჩხუბთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელსაც 16 მარტს მარვინ ვეტორის წინააღმდეგ გამარტავს. ქართველი თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია და თვლის, რომ ის იტალიელზე გაცილებით უკეთესი მებრძოლია.

"მარვინ ვეტორი კარგი მებრძოლია და ყველა ასპექტში განვითარებულია, თუმცა ვთვლი მე მასზე გაცილებით უკეთესი ვარ და ამის დამტკიცებას ოქტაგონში ვეცდები. რემატჩში გაცილებით ცივსისხლიანი ვიქნები, მაქსიმალურად უნდა ჩემს გეგმებს მივყვე და 5 რაუნდის განმავლობაში ძალები გადავანაწილო, რადგან პირველ შეხვედრაში ზედმეტად აგრესიული ვიყავი და მსურდა ბრძოლა ნაადრევად დამესრულებინა. ვთვლი, რომ ვეტორტან გამარჯვებისთვის მაქსიმალურად სიმშვიდე იქნება საჭირო." - განაცხადა დოლიძემ.

გეტყვით, რომ რომან დოლიძესა და მარვინ ვეტორის რემატჩი 16 მარტს გამთენიისას გაიმართება. მათი პირველი დაპირისპირება იტალიელის გამარჯვებით დასრულდა.

0.063541
1587