კალათბურთი

10:00 | 14.03.2025 | ნანახია 94 - ჯერ

"ორლანდომ" "ნიუ ორლეანსი" დაამარცხა, გოგა ბითაძეს 5 წუთი დაუთმეს

NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი" სტუმრად "ნიუ ორლენსის" დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად 93:113 დაამარცხა.

"ორლანდოს" მხრიდან საუკეთესო პაოლო ბანკერო და ფრანც ვაგნერი იყვნენ, რომლებმაც საკუთარ გუნდს ჯამში 61 ქულა შემატეს.

გოგა ბითაძემ შეხვედრა სათადარიგოდან დაიწყო და პარკეტზე მხოლოდ 5 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში ქართველის მონაგარი 1 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა იყო.

"ორლანდო" 31 მოგებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას გოგას გუნდი 15 მარტს სტუმრად "მინესოტას" წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.067443
94