ფეხბურთი

2:52 | 13.03.2025 | ნანახია 1587 - ჯერ

"რეალი", რომელიც არასდროს კვდება: ჩემპიონთა ლიგის ყველა მეოთხედფინალური წყვილი გაირკვა

მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე არასდროს კვდება, 7 სიცოცხლე აქვს. „რეალმა“ „ატლეტიკოს“ ისევ აჯობა ჩემპიონთა ლიგაზე, ისტორია არ იცვლება.

კარლო ანჩელოტის გუნდმა შინ მოიპოვა მცირე უპირატესობა, როცა 2:1 მოიგო, ხოლო „მეტროპოლიტანოზე“ „ატლეტიკოსთვის“ თამაში იდეალურად დაიწყო.

28-ე წამზე კონორ გალაჰერმა ანგარიში გახსნა! უკეთეს დასაწყისს დიეგო სიმეონეს გუნდი ვერ ინატრებდა. თუმცა, ამის შემდეგ „ატლეტიკომ“ მიღებული მუხტი უპირატესობაში კიდევ ვერ გაზარდა.

მთელი თამაში დაძაბული იყო, მაგრამ საკმაოდ მოსაწყენი, საგოლე მომენტები იშვიათად იქმნებოდა. 70-ე წუთზე „რეალს“ მიეცა შანსი გასათანაბრებლად, შეიძლება ითქვას, ეს ანჩელოტის გუნდი პირველი და ერთადერთი მომენტი იყო თამაშში, თუმცა, ვინისიუსმა პენალტი საშინლად დაარტყა - კარს ძალიან დიდი მანძილით ააცილა ბურთი.

ძირითადი დრო 1:0 დასრულდა, არც დამატებით დროს შეუცვლია რამე, მხოლოდ ბრძოლა იყო მოედანზე, მეტი თითქმის არაფერი. ლოგიკურად ყველაფერი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ისევ „რეალმა“ მოიგო.

ისტორიაში „რეალმა“ „ატლეტიკოს“ პენალტებში 6-დან 6-ჯერ აჯობა! მადრიდელებმა 5-დან 4 პენალტი გაიტანეს, მხოლოდ ლუკას ვასკესმა ვერ გაიტანა, ხოლო „ატლეტიკომ“ 4-დან 2 პენალტი დაარტყა მხოლოდ ზუსტად: მარკოს ლორენტემ ბურთი ხარიხას მოარტყა, მანამდე ხულიან ალვარესმა გაიტანა, მაგრამ გოლი გაუქმდა, რადგან დარტყმის მომენტში ფეხი დაუცდა და ბურთს ორჯერ შეეხო, არგენტინელმა კი გაიტანა, მაგრამ ორჯერ შეხების გამო გოლი გაუქმდა...

„რეალი“ მეოთხედფინალშია, სადაც ლონდონის „არსენალს“ შეხვდება.

„ატლეტიკო“ – „რეალი“ 1:0 პენ: 2:4 (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 1:1

გოლი: 1:0 გალაჰერი (1)

პენალტების სერია: 0:1 მბაპე, 1:1 სორლოთი, 1:2 ბელინგემი, 1:2 ალვარესი, 1:3 ვალვერდე, 2:3 კორეა, 2:3 ვასკესი (მეკარე), 2:3 ლორენტე (ხარიხა), 2:4 რიუდიგერი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია, მატჩები კი, 8-9 და 15-16 აპრილს გაიმართება:

„პარი სენ-ჟერმენი“ – „ასტონ ვილა“

"არსენალი" - "რეალი"

„ბარსელონა“ – „დორტმუნდი“

„ბაიერნი“ – „ინტერი“

0.066846
1587