სხვა

15:35 | 12.03.2025 | ნანახია 291 - ჯერ

დასტინ პორიე გამოირიცხა? ბენიელ დარიუში საინტერესო სიახლეს ავრცელებს

მას შემდეგ რაც, ილია თოფურიამ ქვემსუბუქი დივიზიონის ქამარი დატოვა და ზედა წონაში გადავიდა, საუბარი არ წყდება თუ ვინ იქნება ქართველი "მატადორის" შემდეგი მეტოქე.

სხვა და სხვა გამოცემები და MMA-ს ექსპერტები სამ შესაძლო კანდიდატს, ისლამ მახაჩევს, დასტინ პორიეს და ჩარლზ ოლივეირას ასახელებენ.

როგორც UFC-ის ამერიკელი მებრძოლი ბენიელ დარიუში აცხადებს, დასტინ პორიე დიდი ალბათობით მის ბოლო ბრძოლას მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ გამართავს. რაც იმას ნიშნავს, რომ დასტინ პორიე შესაძლო კანდიდატებიდან გამოირიცხა.

"მაქვს ინფორმაცია, რომ დასტინ პორიე და მაქს ჰოლოვეი ბრძოლის ჩანიშვნაზე მუშაობენ. ვერ ვიტყვი, რომ ეს ბრძოლა 100%-ით შედგება, მაგრამ ვთვლი ჩემი წყარო სანდოა." - განაცხადა დარიუშმა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ბოლო ბრძოლა 2024 წლის 26 ოქტომბერს მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ გამართა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.

0.073115
291