სხვა

12:46 | 12.03.2025 | ნანახია 1587 - ჯერ

პედი პიმბლეტი: "თოფურიამ იცოდა, რომ ვოლკანოვსკი დაამარცხებდა და წონა ამის გამო შეიცვალა"

UFC-ის ბრიტანელი მებრძოლი პედი პიმბლეტი ილია თოფურიაზე საუბარს არ წყვეტს, ამჯერად პიმბლეტმა ქართველ "მატადორზე" კარლოს კონტერერასთან იტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ილიამ იცოდა, რომ ვოლკანოვსკი მეორე ჩხუბში დაამარცხებდა და წონა სწორედ ამის გამო შეიცვალა.

"ვფიქრობ ილია თოფურია საჩემპიონო ჩხუბს არ იმსახურებს, მან ჯერ არმან ცარუკიანთან ან სხვა ვინმესთან უნდა იჩხუბოს და შემდეგ შეიძლება მისცენ მახაჩევთან ბრძოლის საშუალება. თოფურია სულელია, მან ქამარი მხოლოდ ერთხელ დაიცვა, იცოდა, რომ ვოლკანოვსკი რემატჩში დაამარცხებდა და წონა ამის გამო შეიცვალა."

"არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ თოფურიასთან საბრძოლველად ყოველთვის მზად ვარ, მისი დამარცხება მარტივად შემიძლია, რადგან ისეთი საბრძოლო სტილი მაქვს, რომელიც მისთვის უხერხულია."

"დარწმუნებული ვარ, რომ ილია მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი ვერასდროს გახდება, ყველაფერს ჩამოვალ, რომ ის მახაჩევს ვერ დაამარცხებს.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ საკუთარი სურვილით დატოვა საჩემპიონო ქამარი ვაკანტური და ზედა წონაში გადაინაცვლა. ჯერ ჯერობით მისი მომავალი მეტოქის ვინაობა უცნობია, მაგრამ როგორც UFC-ის პრეზიდენტმა დენა ვაითმა განაცხადა ამ საკითხზე უკვე მუშაობენ და სიახლეებს მალე შევიტყობთ.

0.066675
1587