2025 წლის ზაფხულის სანაკრებო ფანჯარაში, ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში ორკვირიან ტურნეში გაემგზავრებიან და მსოფლიოს ჩემპიონთან ტესტ-მატჩამდე ადგილობრივ ფრენჩაიზს, ‘ტოიოტა ჩიტასს’ შეერკინებიან.
შეხვედრა 12 ივლისს ბლუმფონტეინში, „ტოიოტა სთედიუმზე“ გაიმართება. შეგახსენებთ, პრაქტიკულად გადაწყვეტილია და მცირე დეტალების შეთანხმების შემდეგ საბოლოოდ დადასტურდება, რომ 5 ივლისს საქართველოში ირლანდიას დავუხვდებით, სამხრეთ აფრიკას კი 19 ივლისს ნელსპრუიტში, „მბომბელას“ სტადიონზე ვეწვევით.
„‘ჩიტასთან’ თამაში მშვენიერი შესაძლებლობაა ‘ბოკესთან’ ტესტ-მატჩისთვის მოსამზადებლად, ბლუმფონტეინი და „ტოიოტა სთედიუმი“ კი შესანიშნავი ადგილი რაგბის სათამაშოდ. მოხარულები ვართ, რომ საკუთარი თავის გამოცდა უდიდეს სარაგბო ქვეყანასთან მოგვიწევს“ - განაცხადა ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა.
‘ჩიტასი’ 1895 წელს დაარსდა. ის მონაწილეობს ქვეყნის შიდა ჩემპიონატ ქარი ქაფში, რომლის ჩემპიონი ჯამში 7-ჯერ გახდა, 9-ჯერ მეორე, ხოლო 14-ჯერ მესამე ადგილზე გავიდა. 7 ჩემპიონობიდან 5 უკანასკნელ 20 წელზე მოდის. ‘ტოიოტა ჩიტასმა’ თასი ბოლოს 2023 წელს შემართა.
გარდა ამისა, ‘ჩიტასი’ 2006-2017 წლებში სუპერ რაგბიში თამაშობდა, 2017 წლიდან კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადმოინაცვლა და გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში, იმხანად პრო 14-ში ჩაერთო, თუმცა 2020 წლის შემდეგ კოვიდ-პანდემიამ მათ ამ ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მისცა. 2022 წელს, ევროპის პროოფესიულმა საკლუბო რაგბიმ, ‘ჩიტასი’ ‘შავ ლომთან’ ერთად ჩელენჯ თასზე მიიწვია და მას შემდეგ წვეული გუნდის სახით ევროტურნირების მონაწილეა.
‘ჩიტასის’ საშინაო არენა „ტოიოტა სთედიუმი“ 1955 წელს აშენდა, ორჯერ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და დღესდღეისობით 42 ათას მაყურებელს იტევს. 1995 წლის მსოფლიო თასზე მან მსოფლიო თასის სამ შეხვედრას უმასპინძლა, 2010 წელს კი, საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის 6 თამაში გაიმართა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არ გვჯერა თქვენი ბატონო ხესუს, მითუმეტეს არ გვჯერა ჩვენი კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის, თუ ასეთი თეთრები და ფაფუკები ხართ, გამოაქვეყნეთ დადებული ხელშეკრულებები, ყველა თანმხლებ დოკუმენტთან ერთად და კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ჩაატაროს ამ დოკუმენტების ფინანსური და იურდიული ექსპერტიზა, ასევე გამოიკვლიოს ამ კონტრაქტთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და მოგვახსენოს ქართული კალათბურთის გულშემატკივრებს და გადასახადის გადამხდელებს ფედერაციის ხელმძღვანელების მიერ საბიუჯეტო და არა საბიუჯეტო სახსრების მართლზომიერი ხარჯვის შესახებ. ამასთან კულტურის და სპორტის მინისტრს ბატონ მიხეილ გიორგაძეს ვთხოვთ, თუ აქამდე არ არის შექმნილი, სასწრაფოდ შეიქმნას სპორტული საარბიტრაჟო ორგანო, რომელიც სასწრაფო წესით განიხილავს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთო, საარჩევნო კრებაზე წარმოსადგენი სრულუფლებიანი-ხმის უფლების მქონე წევრთა და მათი დელეგატების ხმათა რაოდენობების განსაზღვრის შესახებ მიღებულ წესდებას და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებს.
ესეიგი სასაცილოა სატირალი რო არიყოს.თურმე ამდენ ხნიანი,ამხელა მიღწევების კლუბია ეს ჩვენი ბასკონია და თურმე აქამდე არცერთი საერთაშორისო პარტნიორი არყოლია და ბრახ უცებ გამოჩნდა კალათბურთზე მზრუნველი საქართველოს ფედერაცია და ვაი საოცრება რა მაგარი კონტრაქტი შედგა
რომელი ქართველი თამაშობს მანდ იქნებ გაგვიმხილოთ:დარბაიძე,ტურძელაძე საქართველოშია,ბულაშვილი თვითონ იხდის ხარჯებს.ერთი სულხანიშვილი თამაშობს იქ თუ ვარჯიშობს და სადაა ქართული კალათბურთისთვის ხეირი თქვე ნაგვებო იქნებ მითრათ,მაგრამ აქ უბედურება ჩვენი კანონმდებლობაა,რომელსაც ფეხებზე კიდია ამხელა ბიუჯეტის თანხები და ამდენიხანია ეს ამბავია ამტყდარი და მარტო მინისტრების შეცვლით არიან დაკავებულები,იმიტომ,რომ თვითონაც გარეულები არიან ამ ფულის ტრიალში.დასაკიდებლები ხართ მთავრობიან ფედერაციიანად ერთად ყველა.ჯოჯოებოოო
ეგეც რო სამარჩიელო გახდა კარგია ეგ ამბავი თუ ცუდი
კაი თუ ძმა ხარ ოქროს სარაიას სანამ აგვიშენებდე მანამ თოკო გამოუშვი ნაკრებში ის ჯობია ყველას.