„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს რუბენ ამორიმს მხარი დაუჭირა.
„ვფიქრობ, მასზე ჯერ არ არის დიდი ზეწოლა. ახლა მას საკმარისი დრო ექნება, გუნდის უკეთესობისკენ შემოსაბრუნებლად. რეალურად ხომ ჯერ არც ერთი ფეხბურთელი უყიდია. ბევრი სფეროა გასაუმჯობესებელი და მას ამისათვის სამი ან ოთხი სატრანსფერო ფანჯარა დასჭირდება.
ის ახალგაზრდა მწვრთნელია, მოდით მივცეთ დრო და მხარი დავუჭიროთ, რომ გუნდი წინ წავიდეს“, - ციტირებს სქოულზის სიტყვებს Mirror.
რუბენ ამორიმი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად 2024 წლის ნოემბერიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, მათგან 11 მოიგო, ოთხჯერ ფრედ ითამაშა და 10-ჯერ დამარცხდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია