კალათბურთი

9:38 | 28.02.2025 | ნანახია 616 - ჯერ

სტეფ კარის 56 ქულა და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მარცხი (+VIDEO)

NBA-ს მორიგი ტურის მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმა", რომელმაც საკუთარ მოედანზე "გოლდენ სტეიტ ვარიორსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 115:121 დამარცხდა. ქართველის გუნდისთვის ეს ზედიზედ მეორე მარცხი იყო, სეზონში კი 32-ე.

შეხვედრა მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და დიდ შესვენებაზე 14 ქულიანი უპირატესობითაც გავიდნენ. გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა , სადაც "გოლდენ სტეიტმა" შეხვედრა მოატრიალა და 19 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რამაც საბოლოო ანგარიშზე დიდი გავლენა იქონია.

სტუმართა მხრიდან, საუკეთესო გუნდის ლიდერი სტეფ კარი გახდა, რომელმაც 34 წუთში 56 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მასპინძელთა მხარეს გამორჩეულები ბანჩერო და ვაგნერი იყვნენ, რომლებმაც საერთო ჯამში 68 ქულა მოუტანეს საკუთარ გუნდს.

გოგა ბითაძე შეხვედრაში სათადარიგოდან ჩაერთო და პარკეტზე ჯამში 21 წუთი და 30 წამი გაატარა, რა დროშიც ქართველმა 7 ქულის, 5 მოხსნის და 1 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა.

"ორლანდო" 29 მოგებითა და 32 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას გოგას გუნდი 3 მარტს "ტორონტოს" წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:01 | 02.03.2025
Gerry Marsden (906)

მიდი მიდი სიზმარ,მოტივაცია მიეცი ლებრონას,ხარივით წითელი ნაჭერი აუფრიალე წინ,ვაი შენს პატრონს,რა უსაქმური მოცლილი ყავხარ გამჩენს!

17:59 | 02.03.2025
Gerry Marsden (906)

თუ იცით,ეს უსაქმური მოცლილი რატომ ლანძღავდა და ასხამდა თავზე ლებრონას,როცა უფრო ახალგაზრდაც იყო და უფრო მაგარიც,ლეიკერსში რომ არ თამაშობდა???

16:22 | 01.03.2025
Kobe Bean (21723)

ჰაჩიმურა და რივზი დაემტვრა ელეის და არ იციან როდის დაბრუნდებიან.ისედაც აკლიათ ცენტრზე მოთამაშე და ახლა კიდევ მასეთი ორი მოთამაშის გამოკლება უნდოდათ?რეალურად გუნდის მე-3 და მე-4 კაცი გამოაკლდათ

16:16 | 01.03.2025
Kobe Bean (21723)

ეგ ისეთი ცხოველი ათლეტია რომ 37 და ჰა ჰა მაქსიმუმ 38 წლამდე იფიქრებ რომ გაქაჩავს დაუღლელად,მაგრამ 40 წლის კაცი მასე დაუღლელი იყოს,რა ვიცი აბა,მე მაინც საეჭვო მგონია ეგ თემა.

16:13 | 01.03.2025
Kobe Bean (21723)

ვიღაცა სპორტსენმა თქვა ადრე,ასე 2-3 წლის წინ,მეც და ლებრონსაც ერთი და იგივე დილერი გვამარაგებდა დოპინგითო და მერე ჩაკლეს ეგ თემა.ტიპი არ იღლება ბიჭო,მართლა აჩენს დოპინგის ეჭვს.

16:10 | 01.03.2025
Kobe Bean (21723)

დღესაც რა დონეზე ითამაშა ტიპმა კლიპერსთან,ბექთუბექი თამაში გადააბა თან,რა ეტყობა მაგას 40 წლის,არანორმალურია ტიპი.რა ვიცი ძმაო ეგ თუ მართლა დოპინგს არ იღებს და 40 წლის ასაკში ეგეთია,მაშინ ეგ ყოფილა მართლა არაადამიანი))))2006-ს რაც შეეხება,მასე უძლიერესი არ ყოფილა ის დალასი,ერთი ნოვიცკი ყავდათ როცა ჰიტს ვეიდი-შაკი))))თუმცა სერიას უგებდა დალასი და მერე მსაჯებმა აურიეს ძაან მაგრამ,ნაღდად მოაგებინეს ჰიტს და დიდი ალბათობით ეგ ვალი დაბრუნდა კიდეც 2011-ში,თუმცა ლებრონს ისეთი ცუდი თამაში მაინც არ ეკადრებოდა.

11:53 | 01.03.2025
johnsilver (1157)

დალასთან მაიამის წაგება 2011-ში ვალის დაბრუნება მგონია. 2006-ში მაიამიმ უძლიერეს დალასს მოუგო ძალიან უცნაურად - მაიამი ფინალის სერირაში დალასთან 0:2-ს აგებდა, მერე მე-3 თამაშში 20 ქულას აგებდა და მე-3 თამაშიც ამოუტრიალა და ბოლოს სერიაც მოიგო.
არაა გამორიცხული, დიდი ფულის ამბავი ყოფილიყო .
შესაბამისად, დაუბრუნეს 2011-ში დალასს - კი კარგი იყო ნოვიცკი, მაგრამ ყველაფერი იაფფასიან შოუს გავდა იმ წელს. ლებრონი ბოშთან ერთად დაცინოდნენ დირკს (ავად არისო) და ა.შ.

22:36 | 28.02.2025
Kobe Bean (21723)

მაგ დალასთან სერიის შემდეგ 14 წელი გავიდა და 14 წელი ზოგს სულ არ უთამაშია))))ამიტომ უნდა ეპატიოს ეგ სერია,ამხელა კარიერაში ერთხელ არაფერი უჭირს მასეთ ჩავარდნას.კაროჩე წელს თუ მოიგო ჯეიმსმა,ჩემთვის ორი გოათი ეყოლება კალათბურთს

22:34 | 28.02.2025
Kobe Bean (21723)

პრინციპში სანანტონიოსაც ისე გაეხსნა 2014-ში რომ მაგის მოგებაც შეუძლებელი გახდა.კაროჩე რეალურად დალასთან სერია არის ლებრონის კარიერული გრეხი,მეტი არაფერი

22:31 | 28.02.2025
Kobe Bean (21723)

6-დან 3 ფინალი ისეთი აქვს ლებრონს წაგებული ყველა რომ წააგებდა მის ადგილზე,ვგულისხმობ 2007 2015 და 2018 წლებს.მარტო ეთამაშა სამივე მაგ ფინალში მეტოქეს,ორჯერ გოლდენს და ერთხელ სპერსს.უფრო დავაზუსტებ,2015-ში კაირის პირველ თამაშში დამტვრევის მერე დარჩა მარტო და 2007 და 2018-ში თავიდანვე მარტო იყო.ყველა წააგებდა მაგ სამ ფინალს.2017-ში კი ყავდა კაირი მაგრამ იმ გოლდენთან რა კაირი უშველიდა,მაგასაც ყველა წააგებდა.კაროჩე ჰიტის ორი ფინალია საკამათო,დალშე 4 წასაგები იყო და წააგო,ვერავინ ვერ მოიგებდა მაგ 4 ფინალს

22:24 | 28.02.2025
Kobe Bean (21723)

6 ფინალი წააგო იძახიან ამას და აძახებენ მთელი ცხოვრება))))ვისთან წააგო და რატომ წააგო იმის გახსენება არ უნდათ))))ან ფინალში წაგებას რატომ ჯობია პირველ ან თუნდაც მეორე რაუნდში გავარდნა ეგეც ვერ გავიგე)))ჯორდანი იყო სუფთა სქორერი,ინდივიდუალისტი ტიპი და მაგ კუთხით ვერავინ ვერ მივა მაგ კაცთან,მაგრამ ლებრონის თამაში უფრო მეტ რამეზეა გათვლილი,სქორერობაც,პასებიც და ზოგადად გუნდის თამაშის წაყვანა.პლუს ათლეტიზმში რაც არ უნდა ეარ ჯორდანი იძახონ,ლებრონის დონის ათლეტიზმი არ ქონია ჯორდანს.ეს სიჩქარეებზე დარბოდა,ეს სიმაღლეზე ხტებოდა და ამას ფიზიკური ძალა აქვს,რომელი ჯორდანი მივა მაგასთან მაგ კუთხით.ჭახვანს ადენინებთა კალათს რომ ტენიდა)))ულაპარაკოდ საუკეთესო ათლეტია ლებრონი კალათბურთის ისტორიაში და საუკეთესო ოვეროლ მოთამაშეც ულაპარაკოდ არის,რასაც თითქმის ყველა აღიარებს.სქორინგში აქვს ჯორდანს საოცარი სტატისტიკა და სტაბილურობა,პლუს 6 რინგი,ეგ აყენებს ლებრონზე წინ რაც მთლად სწორი არ მგონია რომ იყოს))))

22:17 | 28.02.2025
Kobe Bean (21723)

რომ მოხდეს მართლა სასწაული და ლებრონმა 40-41 წლის ასაკში ორი ბეჭედი დადოს,ანუ წელს და გაისად და ჯამში 6 გაუხდეს,ჯორდანზე წინ დადგება.1 ბეჭდით კი გაუთანბრდება.ხოლო თუ ვერ მოიგო და ისევ უშედეგოდ ჩაიარა მორიგმა კარგმა სეზონმა,მაშინ დარჩება მარტო ნათამაშები))))

22:11 | 28.02.2025
Kobe Bean (21723)

სტეფი მაგარია და ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდაა,მაგრამ კაროჩე წელს თუ ლეიკერსი ჩემპიონი გახდა,მე პირადად ლებრონს ჯორდანის გვერდით ვაყენებ.წარმოუდგენელ რაღაცეებს აკეთებს ჯეიმსი 40 წლის კაცისთვის და მასეთ თამაშს თუ ბეჭედიც დაურთო,მეტი მართლა რაღა უნდა გააკეთოს რომ შესაბამისად დაფასდეს.22 წელია ტიპი თამაშობს სულ მაღალ დონეზე,18 დან 40 წლამდე.არარეალურ სპორტსმენთან გვაქვს საქმე და ბევრი კიდევ არ ვაფასებთ შესაბამისად.მართლა ტიტულები აკლია რა,თორემ დალშე რეალურად ლიგის ისტორიაში ყველაზე სრულყოფილი მოთამაშეა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.086473
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
{"Ok":1,"adv":"\/img\/banners\/b1727712582799066.mp4","advLink":"\/adv.php?AID=596\" "}