საქართველოს ქალთა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ტურში სტუმრად კვიპროსის ნაკრებთან მარცხი განიცადა.
ირის ანტმანის გუნდი საწყის ნახევარ საათში ორი ბურთი ჩამორჩა და მერე სხვაობა ვეღარ აღმოფხვრა. პირველი ტაიმის მიწურულს ნათია დანელიამ გაქვითა ერთი გოლი, მაგრამ ეს მაქსიმუმი გამოდგა, მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა - 1:2.
საქართველოს ნაკრებს ორ ტურში სამი ქულა აქვს, ხოლო ჯგუფში 6 ქულით კვიპროსი ლიდერობს. საქართველო მესამე ტურში 4 აპრილს, მალტას უმასპინძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია