ფეხბურთი

10:00 | 24.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას გოლი და საგოლე პასი კვიპროსის ჩემპიონატში (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის 24-ე ტურში „არისმა“ ლიმასოლის დერბიში „აელი“ 4:0 გაანადგურა, ხოლო გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა და საგოლე პასი მიითვალა.

ქართველმა ფორვარდმა 69-ე წუთზე მეტოქის კარი პენალტით დალაშქრა. მანამდე, პირველ ტაიმში იანიკ გომესმა ანგარიში ქვილითაიას პასით გახსნა. გიორგი მოედანზე 76-ე წუთამდე იყო და ყვითელი ბარათიც მიიღო. ქვილითაიას კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებულ 17 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.

„არისი“ კვიპროსის ჩემპიონატში 55 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „პაფოსს“ 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო მომდევნო ტურში 1-ელ მარტს „აპოელს“ უმასპინძლებს.

0.135298