ფეხბურთი

21:09 | 22.02.2025 | ნანახია 166 - ჯერ

პრემიერლიგა: „არსენალმა“ „ვესტ ჰემთან“ წააგო და ლიდერ „ლივერპულთან“ მიახლოების შანსი ვერ გამოიყენა

ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურის მატჩი, რომელშიც ლონდონის „არსენალმა“ „ვესტ ჰემს“ უმასპინძლა, სტუმრების გამარჯვებით 0:1 დასრულდა. ამრიგად, „მეთოფეებმა“ ლიდერ „ლივერპულთან“ მიახლოების შანსი ვერ გამოიყენეს და უკვე 8 ქულით ჩამორჩებიან მერსისაიდელებს.

მატჩის ერთადერთი გოლი 44-ე წუთზე „ვესტ ჰემის" თავდამსხმელმა ჯაროდ ბოუენმა გაიტანა. 73-ე წუთზე „არსენალი“ უმცირესობაში დარჩა, შემცვლაზე შესულმა მაილს ლუის-სკელიმ წითელი ბარათი მიიღო.

„არსენალი“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. გუნდმა 26 მატჩში 53 ქულა მოაგროვა. „ვესტ ჰემს“ 26 მატჩიდან 30 ქულა აქვს და მე-16 საფეხურზე დგას. ლიდერი „ლივერპულია“ 26 მატჩიდან 61 ქულით.

ინგლისი. პრემიერლიგა. 26-ე ტური. 22 თებერვალი: ევერტონი - მანჩესტერ იუნაიტედი 2:2, ბორნმუთი - ვულვერჰემპტონი 0:1, არსენალი - ვესტ ჰემი 0:1, ფულემი - კრისტალ პალასი 0:2, იფსვიჩი - ტოტენჰემი 1:4, საუთჰემპტონი - ბრაიტონი 0:4, ასტონ ვილა - ჩელსი მოგვიანებით გაიმართება


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:49 | 22.02.2025
Gerry Marsden (906)

წაეთრიონ თავიანთ ბასკეთ-კატალონიაში ეს აფერისტები,აწი ხოსიკას,რომელიც მალე მაურინიოსავით კომიკური პერსონაჟი გახდება ნიფხავგამოხეულ ბარსელონას არავინ ჩააბარებს,ესპანიოლი რომ ჩაიბაროს ნიფხავგამოხეულები გადაკუზავენ,ამიტომ მაგან ჟირონა ჩაიბაროს და არტეტამ ალავესი,იმასაც სოსიედად-ბილბაოს არავინ ჩააბარებს!

21:47 | 22.02.2025
Gerry Marsden (906)

როგორც დამსმელმოხნულმა,ჯიშ-ჯილაგ მოხნულმა და გამზრდელმოხნულმა ხოსიკამ,1% გვაქვს შანსიო და სინამდვილეში ის 1%-იც არ ქონდა და თვითმფრინავშივე სუნი დააყენა,ისე მისი ღირსეული მოწაფის,ფიზკულტურის მასწავლებელის გუნდმა,წინ და უკან და აღმა-დაღმა ბურთის უაზრო გორებით შეასრულა მაფიის დავალება,მაგათი ჯიში და ჯილაგი მოვხან ორივესი!!!

21:41 | 22.02.2025
Gerry Marsden (906)

ბოჩოლასავით ბრიყვ სიზმარას ალბათ გონია ლივერპული ქულებს დაკარგავს და არსენალი ამ დაკარგულ ქულებს გამოიყენებს!რაც შეეხება ნიფხავგამოხეული ბარსელონას ლიგის ფინალში გასვლას და ბოჩოლა სიზმარას მოსალოდნელ კუნტრუშს,მაგას ნელ-ნელა,დროის მსვლელობასთან ერთად განვიხილავთ!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.072291