საქართველოს ქალთა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო.
ირის ანტმანის გუნდმა თბილისში, ანდორას უმასპინძლა, რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში 2:1 სძლია. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 69-ე წუთზე ანდორა სოლე პალაუს გოლით დაწინაურდა.
ქართველი გოგონები მარცხთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ბოლოს თამაში შემოატრიალეს. 84-ე წუთზე მაიკო ბებიამ პენალტით აღადგინა წონასწორობა, ხოლო ორ წუთში თეონა ბაქრაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრებს ერთი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს, მომდევნო მატჩს კი, 25 თებერვალს, სტუმრად კვიპროსთან გამართავს.