კალათბურთი

23:05 | 20.02.2025 | ნანახია 685 - ჯერ

დანიასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე დანიასთან მატჩისთვის საბოლოო, 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

გადამწყვეტ შეხვედრას საქართველო სკანდინავიელთა წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ჩაატარებს:

რატი ანდრონიკაშვილი, ბექა ბურჯანაძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე ფევაძე, ლუკა მაზიაშვილი, კამარ ბოლდუინი, კახა ჯინჭარაძე, გიორგი შერმადინი, გიორგი კორსანტია, თორნიკე შენგელია, მათე ხატიაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე.

საქართველოსა და დანიის მატჩი 21 თებერვალს, 21:00 საათზე გაიმართება. საქართველოს ნაკრები გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეშვიდედ გავა. შესარჩევ ეტაპს ჯიკიჩის გუნდი 24 თებერვალს, სტუმრად სერბეთთან მატჩით დაასრულებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.062189